ტესტ

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

ტოგის მიტანის სერვისი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

მომხმარებლის მხრიდან ნივთის ჩაბარების გადავადების პირობები

  • მომხმარებელს ნივთის ჩაბარების გადავადება შეუძლია ჩაბარებამდე არაუგვიანეს 24 საათით ადრე.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა თანხმობა განაცხადა ნივთის მისამართზე ჩაბარებასთან დაკავშირებით, როდესაც ავეჯი უკვე კურიერს აქვს, მაგრამ ვეღარ მოახერხა მისი ჩაბარება, მისამართზე განმეორებით მიწოდების ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

მიტანის სერვისი თბილისში

  • ავეჯის თბილისში მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელს ვაფრთხილებთ წინა დღით; 
  • 700+ ლარის ნივთის მიწოდება ხდება უფასოდ, ყიდვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვენების დღე – ორშაბათი).
  • თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 700 ლარს, მიწოდების საფასურია 50 ლარი და ხდება ყიდვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვენების დღე – ორშაბათი).

მიტანის სერვისი ქალაქგარეთ

  • ქალაქგარეთ მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელს ვაფრთხილებთ 2-3 დღით ადრე.

თბილისიდან 20კმ-ზე ნაკლები მანძილი:

  • ნივთის მიწოდება ხდება შეძენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვნების დღე – ორშაბათი) და ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს კმ*2 ლარს.

თბილისიდან 20კმ-ზე მეტი მანძილი:

  • ნივთის ტრანსპორტირება ხდება შეძენიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვნების დღე – ორშაბათი).
  • ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი, გონიო – ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 200 ლარს. 
  • სხვა ლოკაციებზე ტრანსპორტირების ღირებულებაა კმ*2 ლარი.

ავეჯის მაღალ სართულზე ატანის პირობები

  • ნივთის ატანის საფასური ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აიტანეს ხელით 3+ სართულზე
  • პატარა ზომის ნივთის ატანა 1 სართულზე – 10 ლარი
  • საშუალო ზომის ნივთის ატანა 1 სართულზე – 20 ლარი
  • დიდი ზომის ნივთის ატანა 1 სართულზე – 30 ლარი

გარანტია

იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აღმოაჩნდა რაიმე სახის დეფექტი 14 დღის განმავლობაში, ჩვენი ადგილზე მისვლისა და დაზიანების შეფასების სერვისი არის უფასო;

თუ ნივთს დეფექტი აღმოაჩნდა ჩაბარებიდან 14 დღის შემდეგ, სერვისის ღირებულებაა 100 ლარი.