მიტანის სერვისი
მიტანის სერვისი
ტოგის მიტანის სერვისი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
მომხმარებლის მხრიდან ნივთის ჩაბარების გადავადების პირობები
- მომხმარებელს ნივთის ჩაბარების გადავადება შეუძლია ჩაბარებამდე არაუგვიანეს 24 საათით ადრე.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა თანხმობა განაცხადა ნივთის მისამართზე ჩაბარებასთან დაკავშირებით, როდესაც ავეჯი უკვე კურიერს აქვს, მაგრამ ვეღარ მოახერხა მისი ჩაბარება, მისამართზე განმეორებით მიწოდების ღირებულება შეადგენს 200 ლარს.
მიტანის სერვისი თბილისში
- ავეჯის თბილისში მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელს ვაფრთხილებთ წინა დღით;
- 700+ ლარის ნივთის მიწოდება ხდება უფასოდ, ყიდვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვენების დღე – ორშაბათი).
- თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 700 ლარს, მიწოდების საფასურია 50 ლარი და ხდება ყიდვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვენების დღე – ორშაბათი).
მიტანის სერვისი ქალაქგარეთ
- ქალაქგარეთ მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელს ვაფრთხილებთ 2-3 დღით ადრე.
თბილისიდან 20კმ-ზე ნაკლები მანძილი:
- ნივთის მიწოდება ხდება შეძენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვნების დღე – ორშაბათი) და ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს კმ*2 ლარს.
თბილისიდან 20კმ-ზე მეტი მანძილი:
- ნივთის ტრანსპორტირება ხდება შეძენიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (დასვნების დღე – ორშაბათი).
- ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი, გონიო – ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 200 ლარს.
- სხვა ლოკაციებზე ტრანსპორტირების ღირებულებაა კმ*2 ლარი.
ავეჯის მაღალ სართულზე ატანის პირობები
- ნივთის ატანის საფასური ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აიტანეს ხელით 3+ სართულზე
- პატარა ზომის ნივთის ატანა 1 სართულზე – 10 ლარი
- საშუალო ზომის ნივთის ატანა 1 სართულზე – 20 ლარი
- დიდი ზომის ნივთის ატანა 1 სართულზე – 30 ლარი
გარანტია
იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აღმოაჩნდა რაიმე სახის დეფექტი 14 დღის განმავლობაში, ჩვენი ადგილზე მისვლისა და დაზიანების შეფასების სერვისი არის უფასო;
თუ ნივთს დეფექტი აღმოაჩნდა ჩაბარებიდან 14 დღის შემდეგ, სერვისის ღირებულებაა 100 ლარი.